07:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-07 14:28:36, 706 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა სრულიად საქართველოს ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავი მიულოცა

ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა–ლოცვას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

პატრიარქმა ქართველ ერს წმინდა ტაძრის 1000 წლისთავი მიულოცა.

"მოხარული ვართ, რომ ამ ისტორიულ დღეს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მივესალმები მას. გისურვებთ ის გეგმები, კეთილი ზრახვები, რაც დასახული გაქვთ, წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შესრულდეს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!"- განაცხადა ილია მეორემ.

ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავი მიულოცა სრულიად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

"მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ამ უდიდესი ტაძრის, მართლაც ყველა ჩვენგანის სიმაყის, ნიკორწმინდის 1000 წლისთავი. ეს საქართველოში მართლაც ძლიერების სიმბოლოა, გამორჩეული არქიტექტურით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მინდა, რაჭას და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული და ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი ხვალინდელი დღე!"- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით,  სოფელ ნიკორწმინდაში სარეაბილიტაციო სამუშაობს იწყებს. სამუშაოები  მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის  მოწყობასა და გზის რეაბილიტაციას. ასევე გათვალისწინებულია: ცენტრალური მოედნისა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობის რეაბილიტაცია და ჭიშკრების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა,  სუვენირების მაღაზიის მშენებლობა, მაღაზიების ფასადების რეკონსტრუქცია და პარკინგის მშენებლობა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics