07:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-07 12:25:12, 749 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე უგულშემატკივრეს

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბრაზილიაში ვიზიტი დაასრულეს. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრნენ. ვიზიტის  ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. შეხვედრების მთავარი თემა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მოპოვება იყო.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოლიმპიურ სოფელსაც ესტუმრა და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე წარმატება უსურვა. საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს სხვადასხვა სპორტის სახეობაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს უგულშემატკივრა.

"ბრაზილიაში, რიოში ჩვენ გვქონდა ბედნიერება ვმდგარიყავით ჩვენს რჩეულ ათლეტებთან ერთად, მონაწილეობა მიგვეღო ოლიმპიური თამაშების დასაწყისში. იმ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, სადაც ყველა ერი თავის რჩეულ წარმომადგენელს აგზავნის. ჩვენ ასევე მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშავა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან, ჩვენი მუშაობის ძირითადი აქცენი იყო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი არაღიარების პოლიტიკისა და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების რეზოლუციის მხარდამჭერი შეხვედრების გამართვა."- განაცხადა ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს დაბრუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics