|
2016-08-02 19:05:49, 877 ნახვა
საზოგადოება
იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს
იორდანია, განათლების სისტემის რეფორმის კუთხით, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე-პრემიერის, განათლების მინისტრ მუჰამად სნეიბათის შეხვედრისას აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო პროგრამების მიმართულებით, თანამშრომლობა შედგება საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრთან, მათ შორის ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა ტექნოლოგიები, არქეოლოგია, არაბისტიკა და ა.შ. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში დაგეგმილი ფუნდამენტური რეფორმების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს, უმაღლესი განათლების სისტემა მოთხოვნაზე მეტად ორიენტირებული გახდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად, გერმანული ე.წ დუალური განათლების მოდელით, დააფინანსოს მოთხოვნადი პროფესიების სწავლება. იორდანიის ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველო, რეგიონში, განათლების სისტემის რეფორმების კუთხით ლიდერია და იორდანიის სურვილია, გაიზიაროს გამოცდილება, რათა თავადაც გახდეს რეგიონული ლიდერი. მუჰამად სნეიბათმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაში მიიწვია და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი, ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭელიძე დაესწრნენ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)