|
2016-08-02 14:18:56, 922 ნახვა
საზოგადოება
"საქართველოს ბანკის” დაფინანსებით ფონდი „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს
ფონდი „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული-სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ბორის კიკნაძემ აღნიშნა, სოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურისის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. მისივე თქმით, გრანტის მოცულობა 50 ათას ლარს შეადგენს. გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კერძოდ, ისეთი პროექტები რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას. საგრანტო კონკურსში მონაწიელობის მიღება შეუძლიათ, სულ მცირე 2 წევრისაგან შემდგარ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი აკეთონ ბიზნესი და ამასთანავე იზრუნონ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე. მონაწილეთა წევრების ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. საგრანტო კონკურსის პირობები შემდეგენარია: თოთოეული გრანტის მოცულობა 50,000 ლარამდე განისაზღვრება; პროექტის იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, განვითარებაზე ორიენტირებული; სოციალური საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი; საწარმოს მენეჯმენტის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ს; საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა მხოლოდ სოციალური მეწრამეობის შესახებ პროექტებზე. საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2 აგვისტოს და დასრულდება 2016 წლის 10 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2016 წლის ბოლომდე გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს ფონდი „სიცოცხლი ხე“. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ „სიცოცხლის ხის“ ვებ-გვერდზე: www.tree.ge ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შესაძლებელია მიმართონ ფონდის წარმომადგენელს ელ-ფოსტაზე: grants@tree.ge ან ტელეფონის ნომერზე 2444 493. ცნობისთვის, “სიცოცხლის ხე“ საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მხარდაჭერა და გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს საქართველოს ბანკის პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების მიზნობრივად ხარჯვას კი ზედამხედველობას უწევს ბანკის მიერ ჩამოყალიბებული მონიტორინგის სამსახური, რომლიც მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან.
(R)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)