02:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-29 18:34:31, 697 ნახვა

საზოგადოება
აჭარის რეგიონის მეფუტკრე და მეთევზე ფერმერებს სემინატრი ჩაუტარდათ

აჭარის რეგიონის მეფუტკრე და მეთევზე ფერმერებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა სემინარი ჩაატარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ფუტკრისა და თევზის დაავადებებისა და მათი დროული დიაგნოსტიკის შესახებ ისაუბრეს.

ფუტკრისა და თევზის დაავდადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობას მისცემს ფერმერს , ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის.

მათივე ცნობით,  დაინტერესებულმა პირებმა ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდების არსისა და ტესტირების გაცნობა, ასევე პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის. ა

ღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიულ კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება.ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.

სემინარის დასრულების შემდეგ, მეფუტკრე და მეთევზე ფერმერებს გადაეცათ სპეციალური ლიტარატურა, რომელშიც შესულია ფუტკრისა და თევზის სხვადასხვა დაავადებები. ფერმერებთან შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით განხორციელდა.

(NS)

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics