|
2015-03-06 10:42:32, 683 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამოცხადებული „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო პროგრამის შესახებ ისაუბრა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ამომწურავი იფნორმაცია მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესება გამოხატეს აღნიშნული პროგრამის მიმართ. მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები უკვე გაიმართა რუსთავში, მარნეულსა და გორში, ასევე შეხვედრები დაგეგმილია ზუგდიდსა და ახალციხეში. ცნობისთვის, „დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გრანტის გაცემას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურება დისტაჟირებების ხელშეწყობის და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით. საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას. საგრანტო კონკურსსა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge“,-ნათქვამია ლტოლვილთა და განსახლების განცხადებაში.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)