15:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 12:54:18, 1579 ნახვა

მსოფლიო
მოგერინი: ევროპა მიუნხენის ტრაგედიის წინაშე გერმანიის გვერდით დგას

ევროპა მიუნხენის ტრაგედიის წინაშე გერმანიის გვერდით დგას, - ამის სესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრტხოების საკიტხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მოგერინიმ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო მოსახლეობას მიუსამძიმრა.

“ჩვენი ფიქრი დაღუპულებთან, მათ ოჯახებთან და გერმანიის ხალხთანაა. ევროპა გერმანიის გვერდით დგას”, - განაცხადა ევროკომისარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნხენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი 18 წლის ირანელმა ახალგაზრდამ გახსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics