21:44 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 11:49:31, 597 ნახვა

საზოგადოება
მიუნხენის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

მიუნხენის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ მიუნხენში, თავდასხმის რაიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა.

გერმანელი სამართალდამცველების მითითებით, ისინი იძულებული არიან დარჩნენ ადგილებზე და გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მიუნხენში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა - +491 62 88 55 303, გარდა ამისა მოქალაქეებს შეუძლიათ მიუნხენის პოლიციის ცხელ ხაზზე: +495 92 91 01 910 და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერზეც +995 577 98 40 20 დარეკონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიუნჰენში, სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიასთან" უცნობმა მამაკაცმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე კი დაჭრა, 3 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ცნობისთვის, სავარაუდო თავდამსხმელი 18 წლის ირანელი მამაკაცია, რომელიც მიუნხენში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics