20:21 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 16:30:31, 705 ნახვა

საზოგადოება
ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივი ბრძანებით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი დამტკიცდა. 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმრებს საშუალება ეძლევათ შესაბამისი მკურნალობით ისარგებლონ. პროგრამაში ჩართვის წინაპირობას ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზი წარმოადგენს, რის სამკურნალოდაც მეთადონის ჰიდროქლორიდი გამოიყენება.

ჩანაცვლებითი მკურნალობის განსახორციელებლად, პენიტენციურ დაწესებულებებში დაკომპლექტებულია საექიმო-საკონსულტაციო ჯგუფი,  რომელიც მინიმუმ სამი ექიმისგან შედგება. ჯგუფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესზეა  პასუხისმგებელი. პაციენტი პროგრამაში სწორედ აღნიშნული ჯგუფის გადაწყვეტილებით ერთვება. ამასთან,   მკურნალობის რეჟიმს მთლიანად განსაზღვრავს და წარმართავს ექიმი-ნარკოლოგი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics