12:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 02:36:47, 1413 ნახვა

მსოფლიო
არსებული ინფორმაციით, თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ცეცხლი გაუხსნეს

თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს. 

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ტელეკომპანია TRT-ს ცეცხლი ვერტმფრენიდან ოთხჯერ გაუხსნეს. აღსანიშნვია, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება

ცნობისთვის, სტამბოლის თავზე სამხედრო ვერტმფრენები ამ დრომდე პატრულირებენ.

მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიმართვის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მათ აღარაფრის ეშინიათ და პოლიციას შეუერთდნენ. ერდოღანს უცხადებენ მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი. 

ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და რეზიდენტის რეზიდენციაა ბლოკირებული.  ინფორმაცია გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ჯერ არ ვრცელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics