2016-07-13 21:11:32, 723 ნახვა
საზოგადოება
პრაღა-სტამბოლი-თბილისის რეისის გაუქმების გამო პრაღაში დარჩენილი ქართველი მგზავრები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან
"პრაღა-სტამბოლი-თბილისის რეისის გაუქმების გამო პრაღაში დარჩენილი ქართველი მგზავრები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან" - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
როგორც ცნობილია, 2016 წლის 11 ივლისს, პრაღა-სტამბოლი-თბილისის რეისის გაუქმების გამო საქართველოს 20 მოქალაქე, მათ შორის 13 ბავშვი პრაღის აეროპორტში დარჩა.
უწყების ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დახმარებით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უახლოესი რეისით -14 ივლისს დაბრუნებიან. მიუხედავად ინტენსიური ტურისტული სეზონისა, საქართველოს საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ოპერატიულად მოახერხა მოქალაქეების დაბინავება და კვებით უზრუნველყოფა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან