|
2016-07-12 20:10:51, 866 ნახვა
რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაცია“ დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის სხვადასხვა ზონაში მუშაობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის სხვადასხვა ზონაში მუშაობს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კომპანიის სპეციალური ტექნიკა ჩოხატაურის, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდინარის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოებს ახორციელებს. მარტვილის მუნიციპალიტეტში კომპანიამ შიდა საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოები განახორციელა. სტიქიის სალიკვიდაციო მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან დვალი გაეცნო. 2015 წელს ვანის, ხობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ ჩატარებულმა ციხე-სულორის, ჭალადიდის და ქობულეთის დამშრობი სისტემების რეაბილიტაციამ ხელი შეუწყო სტიქიის პრევენციას აღნიშნული სისტემების სამოქმედო არეალში. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 130-ზე მეტი სარეაბილიტაციო პროექტი, მათ შორის 42 სარეაბილიტაციო პროექტი დასავლეთ საქართველოში ჩატარდა. სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა 637 კმ სამელიორაციო არხი. შედეგად დრენირებული მიწის ფართობი აღნიშნულ რეგიონებში 2012 წლიდან დღემდე 14 000 ჰექტრიდან 24 750 ჰექტრამდეა გაზრდილი. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში დასავლეთ საქართველოს ხვადასხვა ლოკაციაზე უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. (NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)