2016-07-11 09:32:55, 653 ნახვა
საზოგადოება
აუდიტორია #115 სენატის არჩევნებში საკუთარ კანდიდატებს წარადგენს
აუდიტორია #115 სენატის არჩევნებში, ყველა ფაკულტეტზე საკუთარ კანდიდატებს წარადგენს. არჩევნები ჩანიშნულია 15 ივლისს.
უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭო-სენატი არის უმნიშვნელოვანესი მმართველობითი ორგანო, ის განკარგავს უნივერსიტეტის სრულ ბიუჯეტს, რომელიც 80 მილიონამდე ლარს შეადგენს, ასევე იღებს-ცვლის-აუქმებს უნივერსიტეტის შიდარეგულაციებს, ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებებს, ადგენს საუნივერსიტო პრიორიტეტებს და ირჩევს უნივერსიტეტის კანცლერს, რასაც მოჰყვა თსუ-ში ბოლო დროინდელი მოვლენები.
"დამოუკიდებელი სტუდენტების არჩევა სენატში, ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული კლანური ინტერესების დასუსტებას და რღვევას, რაც საუნივერსიტეტო გარემოს გაჯანსაღებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება",-აცხადებენ აუდიტორია #115-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან