|
2015-03-04 12:15:58, 873 ნახვა
სამართალი
„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნა
„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნა, მის მოადგილედ კი, პროკურორი კოკა კაციტაძე. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც აღნიშნული დეპარტამენტის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ბადაშვილის შეფასებით, „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში“ თანამდებობები მაღალი პროფესიული უნარჩვევების მქონე პროკურორებმა და გამომძებლებმა დაიკავეს. „დეპარტამენტში ასევე ჩართულია დაზარალებულთა კოორდინატორები. არც ერთ მათგანს,ვგულისხმობ ხსენებული დეპარტამენტში დასაქმებულ კადრებს, სამართალწარმოების პროცესში და იმ პროცესებთან, რაზეც არსებობს განმცხადებელთა კითხვები ან პრეტენზიები, არ ჰქონიათ არანაირი შეხება. მათზე საქართველოს პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ უწყებაში არანაირი განცხადება და საჩივარი შემოსული არ არის“, – აღნიშნა ბადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)