14:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 15:02:47, 1121 ნახვა

სამართალი
გომელაური: ჩატაევთან დაკავშირებით გამოძიება თუ დაიწყება, შეიძლება დახურულად წარიმართოს

„გამოძიება თუ დაიწყება, შეიძლება დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები, ჩატაევი აგენტი იყო თუ არა“,-ამის შესახებ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა აჰმედ ჩატაევის საქმეთან დაკავშირებით განაცხადა.

გომელაურის თქმით, ჩატაევი სასამართლომ  ლააფანყურის სპეცოპრაციის შემდეგ გაათავისუფლა, ევროპაში წავიდა და მისი გვარი დიდი ხნის მანძილზე არავის უხსენებია.

მანვე აღნიშნა, რომ ჩატაევს ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა.

„გამოძიება თუ დაიწყება, შეიძლება დახურულად წარიმართოს და იქ გაიხსნება თემები, ჩატაევი აგენტი იყო თუ არ იყო, თანამშრომლობდა თუ არ თანამშრომლობდა. ფაქტია, ეს ადამიანი ჩამოვიდა, ფაქტია, ამ ადამიანს იმ წამსვე შეეცვალა ბრალი, იქნა გამოშვებული, ცხოვრობდა თბილისში, შემდეგ წავიდა ევროპაში. უფრო სწორად, ლაფანყურის შემდეგ დააკავეს, აღიარა, რომ არანაირი ხელყუმბარები მას არ ჰქონია, სასამართლომ გაათავისუფლა და ეს ადამიანი წავიდა ევროპაში“,-აღნიშნა გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics