06:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 13:33:51, 603 ნახვა

საზოგადოება
თელავის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი წარმატებით განეიტრალდა

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 ივნისის დილის საათებში კახეთის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე  დაფიქსირდა  300 კმ2  ფართობის მქონე  III კატეგორიის სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი. 

როგორც "ექსპრესნიუსს" "დელტადან" აცნობეს,  ნალექის მასის თელავის რაიონში შემოსვლის დროს სეტყვის მოსვლის ალბათობამ  80 % ს მიაღწია, სავარაუდო  სეტყვის მარცვლების ზომა 25 მმ იყო.  

მათივე ცნობით, 6:51 საათიდან  8:15 საათამდე  ღრუბელი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. 

დამუშავება ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით განხორციელდა, ზემოქმედების შედაგად ნალექის მასა წვიმის სახით ჩამოიცალა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics