|
2016-06-23 20:16:17, 597 ნახვა
საზოგადოება
კახი კახიშვილი: დღეს ყველა პატიმრის, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებული და დაცულია ჩვენს დაწესებულებებში“,
"დღეს ყველა პატიმრის, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებული და დაცულია ჩვენს დაწესებულებებში“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი დაინტრესდა, რამდენად არის უზრუნველყოფილი და დაცული პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფილი მაღალჩინოსნების კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული უფლებები. „პრეზიდენტს პატიმრების პირობებთან დაკავშირებით ვესაუბრე. 2012 წლიდან საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა და ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის, იმ ორგანიზაციებმა, რომელთა მუშაობის სპეციფიკასა და უფლებამოსილების ფარგლებში სწორედ პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი შედის. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ყველა პატიმრის, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებული და დაცულია ჩვენს დაწესებულებებში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ თავად ამ პირებსაც არც ერთხელ არ გაუკეთებიათ განცხადება პენიტენციური სისტემის ჭრილში მათი უფლებების რაიმე სახით დარღვევის შესახებ. ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულებისა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტისადმი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების მიმართვა იყო. „მოგეხსენებათ, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ დიდი დაინტერესება არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ამ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა უშუალოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისგან მიეღო ინფორმაცია, თუ როგორ არის დაცული მათი კონსტიტუციური და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)