2016-06-21 17:25:45, 738 ნახვა
საზოგადოება
მერია ალექსიძის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ალექსიძის ქუჩა N1-ში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა ალტერნატიულ მიწის ნაკვეთს სთავაზობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინვესტორთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
"ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგა, თბილისის მერია ალექსიძის ქუჩის დასაწყისში მაღალსართულიანი კორპუსის ნაცვლად გამწვანებული ტერიტორიის გაშენებას გეგმავს.
დედაქალაქის მერია მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ალექსიძის N1-ში სკვერს მოაწყობს",-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან