01:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 17:47:31, 1024 ნახვა

ეკონომიკა
ივანიშვილი: ეკონომიკის ყველაზე კარგი შეფასება "საქართველოს ბანკმა" მოახერხა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით,  დღევანდელ ეკონომიკურ ფორუმზე, სიტყვით გამომსვლელებს შორის, ეკონომიკა ყველაზე კარგად  "საქართველოს ბანკმა" შეაფასა.

კერძოდ, ივანიშვილის თქმით, ირაკლი გილაურმა განაცხადა, რომ 2012 წლიდან დღემდე   ლონდონის ბირჟაზე  მათი აქციების ფასი გაორმაგდა. 

"გამომსვლელებში ყველაზე მეტად მომეწონა,  ეკონომიკის ყველაზე კარგი შეფასება მოახერხა "საქართველოს ბანკმა".  გილაური გამოვიდა და თქვა, რომ 2012 წლიდან დღემდე,  მათი აქციების ფასი  ლონდონის ბირჟაზე გაორმაგდა. ეკონომიკის, მთავრობის მოღვაწეობისა და  პოლიტიკის,  რაც დაფუძნდა ახალი მთავრობის შემდგომ, ირიბი შეიძლება დავარქვათ მას,  მაგრამ ყველაზე კარგი შეფასებაა",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კონფერენციის-"საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“   ორგანიზატორები ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics