2016-06-20 09:39:14, 862 ნახვა
საზოგადოება
თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით შიდა ავიარეისები შესრულდება.
ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია "SKYBUS" შეასრულებს,
ხოლო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია "სერვისეარი" შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი - ბათუმი - ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანი L410 ტიპის საჰაერო ხომალდით.
ფრენების განრიგი: ორშაბათი და ოთხშაბათი: ბათუმი-თბილისი: 07:30 თბილისი-ბათუმი: 09:00
პარასკევი: ბათუმი-თბილისი: 19:25 თბილისი-ბათუმი: 20:50
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა: ნატახტარი - ბათუმი: 09:00 ბათუმი - ნატახტარი: 11:00
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან