|
2016-06-17 15:50:20, 828 ნახვა
სამხედრო
პოლონეთის სამხედრო ატაშე „ანაკონდა 2016“-ზე: ქართულმა მხარემ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა
საქართველოში პოლონეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მარიუშ გრჟიბოვსკი საერთაშორისო სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“-ში ქართული ასეულის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ქართულმა მხარემ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა პრობლემის შესახებ სწავლების ორგანიზატორების ინფორმირებისთვის. „2016 წლის 4 ივნისს, 16:40 წუთზე სატელეფონო საუბარი მქონდა გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძესთან. პოლკოვნიკმა ბეგოიძემ ამიხსნა, რომ ქართულ დანაყოფში აღმოჩენილი ჩუტყვავილას ორი შემთხვევის გამო ასეული ვერ შეძლებდა სწავლება „ანაკონდა 2016“-ში მონაწილეობას. რადგან ინკუბაციის პერიოდი კვლავ აქტიური იყო, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობაზე. პოლკოვნიკმა ბეგოიძემ ასევე მითხრა, რომ ეს ინფორმაცია პოლონეთს დიპლომატიური არხებითაც გადაეგზავნა. კონკრეტულად კი, საქართველოს სამხედრო ატაშემ პოლონეთში, პოლკოვნიკმა ზურაბ ყიფიანმა მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენს თავდაცვის სამინისტროს. როგორც კი აღნიშნული ამბავი ჩემამდე მოვიდა, დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის პასუხისმგებელ პირებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 4 ივნისს 17:00 საათისთვის პოლონეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიღებული ჰქონდა პოლონეთში საქართველოს სამხედრო ატაშესგან. ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა პრობლემის შესახებ სწავლების ორგანიზატორების ინფორმირებისთვის. ასევე მინდა დავამატო, რომ 2016 წლის 10 ივნისს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პოლონეთის ოპერაციული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ მარეკ ტომაზეცკის ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმ მიზეზებს ხსნიდა, თუ რატომ ვერ მიიღებდა სწავლებაში ქართული მხარე მონაწილეობას. მინდა ვთქვა, რომ მხარეები სრულ კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან“, - განაცხადა პოლკოვნიკმა მარიუშ გრჟიბოვსკიმ. 2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA 2016"-ში ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი დანაყოფში ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გაავრცელა, რომელსაც დაავადება ოჯახის მცირეწლოვანი წევრისგან გადაედო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)