10:21 - 12 May, 2026
|
2016-06-16 16:16:44, 1426 ნახვა
მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში Egypt Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს
ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე ეგვიპტური ავიაკომპანიის Egypt Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება, ეგვიპტის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, ნამსხვრევების კონცენტრაციის რამდენიმე ადგილია აღმოჩენილი. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს პარიზიდან კაიროში Airbus A320-ი რეისს ასრულებდა. Airbus A320 ხმელთაშუა ზღვის თავზე იმყოფებოდა, ეგვიპტის სანაპიროსთან იმყოფებოდა, როდესაც რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 66 ადამიანი იყო. კატასტროფის მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია. გამოძიების ცნობით, გაუჩინარებამდე თვითმფრინავის ბორტზე კვამლის დეტექტორები ამოქმედდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)