17:14 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-09 18:13:46, 672 ნახვა

სამხედრო
ქართული ასეული "ANAKONDA-16"-ში ჩუტყვავილით დაავადების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს

ქართული  ასეული "ANAKONDA-16"-ში ჩუტყვავილით დაავადების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16" ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა ასეულის გამგზავრებამდე  რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს  ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.

 აღსანიშნავია, რომ "ANAKONDA-16"-ს მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ხოლო დამკვირვებლის რანგში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics