2016-06-03 15:32:12, 569 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონ გუნდ „სოხუმს“ შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს 20-წლამდელთა კალათბურთელთა ჩემპიონის, „სოხუმის“ გუნდის კალათბურთელებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ.
აფხაზეთის მთავრობის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონებს მიღწეული წარმატების აღსანიშნავად საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ მწვრთნელები თემურ კანკია, ლიკა ქაჯაია, გუნდის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გუნდის ზოგიერთი წევრი აგრეთვე მიწვეულია საქართველოს 20-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან