22:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:19:48, 1118 ნახვა

ეკონომიკა
EBRD და „საქართველოს ბანკი“ 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს

Adjara Group Hospitality, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საქართველოს ბანკი 24 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, Adjara Group Hospitality-ი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და „საქართველოს ბანკი“, წარმომადგენლებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრესის წარმომადგენლებს იწვევე.

ბანკში აცხადებენ, რომ პრესკონფერენცია EBRD–ისა და „საქართველოს ბანკის“ მიერ საქართველოში, InterContinental Hotels Group (IHG)-ის წამყვანი ბრენდის, ხუთ ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმრო InterContinental -ის პროექტის დაფინანსებას ეძღვნება.
პრესკონფერენციას EBRD-ის დირექტორი კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა,  Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერაია,  „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში სულხან გვალია და  ასოცირებული ვიცე-პრეზიდენტი განვითარების მიმართულებით რუსეთში, დსთ-სა და ჩრდილოეთ ევროპაში, InterContinental Hotels Group -ი არონ ლიბინსონი გაუძღვებიან.

მედიასთან შეხვედრა ხვალ 18:00 საათზე სასტუმრო Rooms Hotel-ში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics