|
2016-06-02 15:57:38, 1184 ნახვა
ეკონომიკა
პეკინის გამზირზე „ტერაბანკის“ კიდევ ერთი ახალი ფინანსური სახლი გაიხსნა
პეკინის გამზირზე #24-ა-ში „ტერაბანკის“ კიდევ ერთი ფინანსური სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა აბურჯანიძემ აღნიშნა, ტერაბანკს სხვა ბანკებისგან განსხვავებით მომსახურების განსხვავებული სტანდარტები აქვს. „რატომ ტერა ? ჩვენ პირველ რიგში ავირჩიეთ ახალი ბანკის კონცეფციის ფარგლებში სახლის თემატიკა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ყველაზე მყუდრო, ყველაზე უშუალო და ყველაზე კომფორტული. შესაბამისად, სახლის კონცეფციაზე მუშაობის დროს, ბევრი ვიფიქრეთ სახელზე და „ტერა“ შევარჩიეთ. „ტერა“ ლათინურად მიწას, დედამიწას ნიშნავს. ჩვენ სახლის კონცეფცია დავაკავშირეთ მიწაზე მყარ დგომასთან და ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვემსახუროთ კლიენტებს როგორც სახლში. ეს არის ჩვენი კონცეფციის მთავარი აზრი. სხვა ბანკებისგან განსხვავებით მომსახურების სხვა სტანდარტები გვაქვს. სახლში ჩვენ სტუმრებს ვიღებთ ბევრად უშუალოდ და ასე ვთქვათ, უშუალოდ ვემსახურებით. ჩვენ ჩვენი კლიენტებისთვის შევქმენით ისეთი გარემო, რომ იყოს მაქსიმალური კომფორტი, მეგობრული დამოკიდებულება და არა ბარიერები“,-განაცხადა ნინო აბურჯანიძემ. ავლაბრის სათავო ოფისის გახსნის შემდეგ ახლა უკვე პეკინის განახლებული ფილიალი სტუმრებს მიიღებს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ბანკის საცალო მომსახურების კლიენტები, ვისთვისაც ფილიალი სამუშაო დღეებში 10: 00 -დან 21: 00 საათამდე, ხოლო სადღესასწაულო დღეებში 10:00 დან 15:00 სთ-მდე იმუშავებს. ტერაბანკი, რომელიც აქამდე ბაზარზე კორ სტანდარტ ბანკის სახელით ოპერირებდა, მომხმარებელს ყველასგან განსხვავებული კონცეფციის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სახლის მყუდრო და კომფორტული ინტერიერი, რბილი ავეჯი და დეკორატიული ნივთები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფინანსური ოპერაციები სასიამოვნო გარემოში შეასრულოს. იმ ცვლილებების გარდა, რომელიც ბანკის რებრენდინგის შემდეგ ასეთი ადვილი შესამჩნევია, ტერაბანკში დაიხვეწა და განვითარდა საბანკო პროცედურები, პროდუქტები და მომსახურების სტანდარტები. ცნობისთვის, რებრენდინგის პროცესზე ადგილობრივმა და საერთაშორისო სააგენტოებმა ერთად იმუშავეს. პროექტს მხარს უჭერდნენ ბანკის აქციონერები, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხები არიან. ძირითადი აქციონერი-ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოში ამ დროისთვის 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და როგორც ცნობილია, ის ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს. რაც შეეხება ტერაბანკის ამჟამინდელ საქმიანობას, ტერაბანკი მომხმარებელს უწევს როგორც მაღალი ხარისხის საცალო მომსახურებას, ასევე აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებში. ამ დროისთვის 18 ბანკის ფილიალის განახლება მიმდინარეობს, „ჩემი ფინანსური სახლის“ კონცეფციის მიხედვით, თუმცა წლის ბოლომდე იგეგემბა რეგიონებში 5 ფილიალის გახსნა და ATM-ების დამატება.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)