17:14 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 12:18:41, 802 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დაიწყო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 97 მსმენელი გადამზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის.

ძირითადი ათეულის მეთაურის სასწავლო კურსს სამხედრო მოსამსახურეები სამ ფაზად გაივლიან. სწავლების პირველი ნაწილი სამხედროების ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოვლენას ითვალისწინებს. კურსის მეორე ნაწილი მეცადინეობის მეთოდურად სწორად ჩატარებას დაეთმობა, რაც საცეცხლე, სამწყობრო და ფიზიკურ გადამზადებას გულისხმობს. სწავლების დასკვნით ფაზაში კურსანტები სამეთაურო მომზადებას და პირადი შემადგენლობის მართვას ისწავლიან.

„გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის ძირითადი სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულ მსმენელს შეეძლება მეცადინეობის მეთოდურად სწორად ჩატარება, ათეულის მართვა, დასახული ამოცანის პირად შემადგენლობამდე გასაგებად და ზუსტად მიყვანა, ამ ამოცანის ზუსტად და ეფექტურად შესრულება, ასევე შეეძლება მშვიდობიანობის და ომიანობის დროს წარმოქმნილი სიტუაციების გაანალიზებით სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება. ძირითადი სასწავლო კურსის მიზანია შეიარაღებულ ძალებს მოუმზადოს ღირსეული კადრები მსუბუქი ქვეითი ათეულის მეთაურების სახით, რომლებიც შეძლებენ პირადი შემადგენლობის ქვედანაყოფის ამოცანაზე ორიენტირებულ მართვას“, - განაცხადა ძირითადი სასწავლო კურსის უფროსმა, მაიორმა აზო ჯღამაძემ.

მსმენელთა მომზადება დაბა კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ბაზაზე მიმდინარეობს. კურსის დასრულების შემდეგ სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics