2016-06-02 10:53:47, 636 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება
დღეს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა 11:00 საათიდან დაიწყება.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქაერთველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სტუმრები: ლიტვის, მოლდოვისა და ბელორუსის შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე, სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. სამართალდამცველებს პროფესიულ დღეს მიულოცავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან