13:11 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:40:25, 607 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდული კლუბის წევრებს უმასპინძლა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში,  თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდული კლუბის წევრებს უმასპინძლა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14-დან 17 წლამდე მოზარდები სასწავლო ცენტრში პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნენ და მანეკენებზე თავად სცადეს გადაუდებელი სამედიცინო  დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციების ჩატარება. 

მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ელემენტარული მანიპულაციების სწავლება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. 

ცენტრის დირექტორის გიორგი ბუთხუზის თქმით, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდისთვის. „ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ახალგაზრდებს პირველადი ცოდნა და გამოცდილება სამედიცინო სფეროში“, - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელის ლიკა კაკულიას განცხადებით, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კლუბის წევრებისათვის. მათ ყოველთვის უნდოდათ იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მათ ეს შეძლეს. მისივე თქმით, ამ ვიზიტით კლუბის ერთ-ერთი მოსწავლის დიდი ხნის ოცნებაც ახდა. 

საგულისხმოა, რომ ანალოგიური ღონისძიება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი უნარები ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელებს გააცნეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics