|
2016-05-30 15:01:01, 602 ნახვა
საზოგადოება
გურამ ადამაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ევროპის ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიცია”–ს აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი ბაქოში მიმდინარე ფორუმს ესწრებოდა. ,,აზერბაიჯანის ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელი” – აღნიშნული სახელწოდებით 26–28 მაისს გამართულ ფორუმში 13 ქვეყნიდან ახალგაზრდა ლიდერებმა ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელები განიხილეს არსებული მიდგომების დახვეწაზე ისაუბრეს. ა/ო ,,პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პარლამენტის – მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოგთაი ასადოვთან, ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აზერბაიჯანული ფონდების წარმომადგენლებთან ქ.ბაქოსა და ისმაილში, გაეცნო მათ საქმიანობას და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზები. ბაქოში გამართული ფორუმის სლოგანს წარმოადგენდა ,,აქტიური ახალგაზრდული ჩართულობის მიღწევა.“ ფორუმი ჩატარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალგაზრდული ფონდის ფინანსებითა და აზერბაიჯანის რესუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აზერბაიჯანის დემოკრატიული სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის (ADSAYO-ის) მიერ და მის ფარგლებში ხელი მოეწერა ისმაილის დეკლარაციას, რაც წარმოადგენს ახალი ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბებას, ფორუმზე მიწვეული ორგანიზაციების შემდგომ ურთერთთანამშრომლობასა და ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას ქვეყნებში. ადამაშვილის განცხადებით, დაიგეგმა მსგავსი ხასიათის ფორუმების სხვა ქვეყნებში გამართვაც. “ეს იყო მეტად საინტერესო და სასარგებლო ფორუმი. მსოფლიოს 10–ზე მეტი ქვეყნის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განვიხილეთ მსოფლიოსა და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ვიმსჯელეთ დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და მასში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე“- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)