22:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 15:02:03, 1058 ნახვა

ეკონომიკა
ხადური 147 მილიონი ლარის დახარჯვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, სამთავრობო მანქანების შესყიდვაზე მანიპულაციას უწოდებს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  მანიპულაციას უწოდებს.
„იქ ჩამოთვლილია დასუფთავების, პატრულის, სახანძრო მანქანები, ცხადია აღნიშნული ტიპის მანქანების შეძება ხდებოდა და მოხდება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული. რაც შეეხება  EBRD-ის სამასპინძლოდ შეძენილ მანქანებს ისინი ქვეყანაში დარჩება“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შესახებ ინფორმაციას გაავრცელა.
 ორგანიზაციის ცნობით, 2013–2015 წლებში სახელმწიფო უწყებებმა საერთო ჯამში 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics