2016-05-22 18:16:16, 601 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს მონაცემებით საკრებულოს არჩევნებში 17:00 საათის მონაცემებით 12 033-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის 17:00 საათის მონაცემებით საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა 12 033-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
ცესკო-ს ინფორმაციით, შვიდ საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნები ტარდება სულ 54 314 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ამასთან, ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ გლდანში 17:00 საათის მონაცემებით 11.2 % შეადგინა, გარდაბანში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 26,3%-მა კასპი - 40.3 %-მა, წყალტუბოში -50,4 %-მა, ოზურგეთში -49, 3%-მა ხობში - 44,7%-მა და ზუგდიდში 54,1%-მა.
ამ დროისთვის, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საოლქო კომისიებში შეტანილია ათი, ხოლო საუბნო კომისიებში რვა საჩივარი. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჩივრები პროცედურულ უმნიშვნელო ხარვეზებს ეხება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან