2016-05-20 10:21:27, 575 ნახვა
საზოგადოება
ხაშურში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა
ხაშურში, სააკაძის ქუჩა N2-ში არსებულ შენობას სამინისტროს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. შენობაში სულ 85 ბინაა, აქედან 36-ერთოთახიანია, 44-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულ ორგანში, სააკაძის ქუჩაზე არსებული ბინები, ფარული კენჭისყრის პრინციპით, დევნილ ოჯახებზე განაწილდა.
მათივე ცნობით, ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.ამ ეტაპზე, ხაშურში, სააკაძის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი 63 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
რაც შეეხება დარჩენილ 22 ბინას, მიმდინარეობს დევნილი ოჯახების დამატებითი მოკვლევა, რომლის შედეგებიც სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან