2016-05-17 11:56:50, 598 ნახვა
საზოგადოება
დაკავებული ლგბტ პირების მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ
სოლიდარობა დაკავებულ აქტივისტებს - ამ ლოზუნგით ლგბტ პირების მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოსთან აქციას გამართავენ, - ამის შესახებ „ლგბტ-საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოსთან დაკავებული 10 პირიდან სამი გათავისუფლებულია, 7 კი ისევ პატიმრობაში რჩება.
„ლგბტ-საქართველოში“ ამბობენ, რომ 7 დაკავებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
აქცია 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ლგბტ მხარდამჭერები საპატრიარქოს შენობაზე ფერადი საღებავებით წარწერები გააკეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც ადმინისტრაციული თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან