|
2016-05-11 12:32:22, 1610 ნახვა
სპორტი
მურუსიძე: შეფასება - ვინ მორალურია და ვინ ამორალური, არასწორად მიმაჩნია
თანახმა ვართ, შემოღებული იქნას ნებისმიერი კრიტერიუმი, თუმცა ამ კრიტერიუმების მიხედვით საბჭო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „თანახმა ვართ, რომ შემოღებული იქნას ნებისმიერი კრიტერიუმები, თუმცა ამ კრიტერიუმებით რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საბჭო, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. თუ ფიქრობენ, რომ შემოიღებენ სპეციალურ კანონებს, რომლითაც ამა თუ იმ მოსამართლეზე იტყვიან რომ ღირსი არ არის დარჩეს სასამართლო სისტემაში, ეს მიუღებელია. მორალური შეფასება - ვინ მორალურია და ვინ ამორალური, არასწორად მიმაჩნია“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს არსებული კანონებით მოქმედებს. „რეალური საბჭო კოლეგიალური ორგანოა, გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად. მინდა გითხრათ, რომ ლევან მურუსიძე უსასრულოდ საბჭოს მდივანი ვერ იქნება. ლევან მურუსიძეს აქვს თავისი ვადები, ერთ წელიწადში მას გასდის ვადა, ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, უნდა ვილაპარაკოთ სისტემას რაც გამოადგება და არ უნდა იყოს საუბარი კონკრეტულ ადამიანზე. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და ვაცხადებ, რომ საბოლოო ჯამში, რა კანონსაც მიიღებს პარლამენტი, იმ კანონით იმოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მიიღებენ კანონს, რომ ინსპექტორი უნდა დაინიშნოს, დანიშნონ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ინსპექტორი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო და ამ ინსტიტუტის მიმართ გვქონდა უარყოფითი დამოკიდებულება“, - აღნიშნა მურუსიძემ.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)