18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 15:26:23, 590 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ ნდობა იზრდება

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 74 პროცენტი ენდობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ფიქრობს, რომ ბიურო მასზე დაკისრებულ მოვალეობას კანონისმიერად ასრულებს.

"აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, რაც უკუკავშირია იმ პოლიტიკისა, რასაც ბიურო 2013 წლის შემდეგ ახორციელებს. კერძოდ, ბიურომ მიზნად დაისახა, რომ იძულებითი ღონისძიებების დადგომამდე, მიმართოს საკუთარი რესურსი დავების მორიგებით დასრულებისკენ. სწორედ ამ მიზნით უწყებაში შეიქმნა მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, რომელიც ცდილობს მხარეთა შეხვედრების, მოლაპარაკებების ორგანიზებას, რათა ვალდებულების ნებაყოფლობით აღსრულება მოხდეს ისე, რომ ამავდროულად დაცული იყოს ორივე მხარის სამართლებრივი უფლებები.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ",-ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით  160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics