|
2016-05-04 16:39:24, 1046 ნახვა
რეგიონი
უნგრეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობა გააქტიურდება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უნგრეთის მთავრობის კომისარს, დიულა ბუდაის შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას საინვესტიციო მიმართულებით კიდევ უფრო მიმზიდველს და პერსპექტიულს ხდის. როგორც მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული პროდუქციის ექსპორტის საერთო მოცულობის 36 % ევროკავშირის ბაზარზე მოდის. უნგრეთის მთავრობის კომისარმა, დიულა ბუდაიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება მნიშვნელოვანია. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორცელების მიმართულებით დაინტერესება უნგრული კომპანიების მხრიდან უკვე არსებობს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნგრეთ-საქართველოს შორის აგრარული მიმართულების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის ნოემბერში თბილისში გაიმართება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შანდორ საბო და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნოდარ კერესელიძემ უნგრელ სტუმრებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამიეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო პროცესი გააცნო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათავლიერებინა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)