|
2016-05-04 15:40:07, 590 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან და მოადგილეებთან, ირაკლი ლექვინაძესთან და ნინა ხატისკაცთან ერთად, გერმანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობის, ქალაქში მიმდინარე პროექტებისა და მოქმედი პროგრამების შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მათივე ცნობით, გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვები, ძირითადად, ქალაქში მიმდინარე პროცესებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას შეეხებოდა. ასევე, დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტითა და შემოსავლებით, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, არსებული გამოწვევებით და მათი გადაჭრისგზებით. თბილისის მერმა, თავის მხრივ, ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო წლებში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ და ესაუბრა დედაქალაქის ახალ, პროგრამულ ბიუჯეტზე, ასევე, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მაჩვენებელზე. დავით ნარმანიამ გერმანელ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა პროექტ „ახალ ტფილისთან“ დაკავშირებითაც და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების კუთხით დედაქალაქის მთავრობის პროექტები წარუდგინა. გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში სტუმრობს. პრესტურის განმავლობაში სტუმრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)