|
2015-02-22 18:02:16, 2310 ნახვა
სხვადასხვა
„ახალგაზრდა ადვოკატები“ და სხვა ორგანიზაციები, ხვალ უზენაესს სასამართლოსთან აქციას გამართავენ
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ხვალ კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ ქართული სასამართლო სისტემის 10 წლიანი მმართველობის დასასრულთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესს სასამართლოსთან, საპროტესტო აქციას გამართავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროფესიულ საზოგადოებას და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უშუალოდ შეხება გააჩნდა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების საკითხთან, შეუძლებელია პროტესტის გარეშე დატოვოს ეპოქა, როდესაც კონსტანტინე კუბლაშვილი სასამართლოს ერთპარტიული დემოკრატიით მართავდა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უკვე მიმართეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და 23 თებერვლის აქციაში მონაწილეობა შესთავაზეს. „ჩვენ მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო ჯგუფს, მოქალაქეებს, რომლებიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მსგავსად ფიქრობენ, 2015 წლის 23 თებერვლის უკიდურესად მშვიდობიან აქციაში თანამონაწილეობით, საკუთარი პოზიცია გამოხატონ, რათა საზოგადოებამ მომავალში აღარ დაუშვას ის დუმილი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარების დროს, შემგუებლურ ხასიათს ატარებდა“ - მიიჩნევენ ორგანიზაციაში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ და სხვა არასამთავრობოები, 2015 წლის 23 თებერვალს, სპეციალურ მიმართვასაც გაავრცელებენ, სადაც ხელმოწერა ყველა მსურველ ორგანიზაციას შეეძლება.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)