14:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 15:08:30, 508 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადრეული  ქორწინების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, კავშირის "საფარი" წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში სკოლის მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრისას ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელსაც ადრეული  ქორწინება წარმოშობს, ასევე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

„საქართველოში ადრეული ქორწინება ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, რა რისკებთანაა დაკავშირებული ადრეული ქორწინება, რა სასჯელია განსაზღვრული იმ პირებისათვის, ვინც არასრულწლოვანს მოიყვანს ცოლად", - განაცხადა სოფიო შამანიდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics