11:36 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 17:03:11, 920 ნახვა

სამართალი
ჩხარტიშვილის საქმის სკანდალური დეტალები

ლონდონის სამეფო სასამართლოს მოსამართლე პიტერ სმიტმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა.

პატარკაციშვილებმა ვანო ჩხარტიშვილის მიერ მითვისებული აქტივების დაბრუნებას დიდი ბრიტანეთის სასამართლოში მიაღწიეს. სადავო აქტივები ოჯახმა სამართლებრივად დაიბრუნა. მათ შორის ერთ ერთი ეპიზოდის შესახებ მოსამართლე პიტერ სმიტი საბოლოო გადაწყვეტილებაში წერს:

,,ვანო ჩხარტიშვილი ჩვენებას იძლეოდა დაახლოებით 4 დღის მანძილზე, ის ჯვარედინად დაიკითხა ადვოკატ სმოუჰას მიერ.  მან განაცხადა, რომ ,,ფოთის წისქვილქარხნის“ ვალები დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, შესყიდვა სწრაფად განხორციელდა ისე, რომ სათანადო იურიდიული და ფინანსური მდგომარეობის შემოწმება არ ჩატარებულა. კრედიტორებმა გაიგეს, რომ საკონტროლო წილის მფლობელი მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი  იყო, დაიწყეს მისი შეწუხება და მის სახლთან საპროტესტო აქციების გამართვა. ამის გამო მოხდა შეთანხმება, რომ იგი ერთპიროვნულად იქნებოდა პასუხისმგებელი ,,ფოთის წისქვილქარხნის“ განვითარებაზე და რეალიზაციიდან ამონაგები, მათ შორის 50/50-ზე გაიყოფოდა.“

მოსამართლე პიტერ სმიტი დასკვნაში, ასევე, წერს: „ვანოს ჩვენებიდან საბოლოოდ ვადგენ, რომ ,,ფოთის წისქვილქარხანის“  ბენეფიციარი მფლობელი ბადრი იყო, მაგრამ ვანოს მისცა კომპანიის მართვის უფლება და შრომის ანაზღაურების სახით მოგების 50 % -ს მიიღებდა. ,,ფოთის წისქვილქარხანაში~ ვანოს ფული საერთოდ არ ჩაუდია და მაინც ბოლოს ბენეფიციარი მფლობელი ის გახდა. მის ჩვენებას არ ვიზიარებ, ჩემი აზრით, ვანომ ჩვენება მოიგონა იმის საჩვენებლად, რომ მან იკისრა ვალდებულება და ამრიგად, შეცვალა გარიგებები. მანამდე პროექტში, ფული ჩადო ბადრიმ ხოლო სამუშაო გაწია ვანომ. ეს იყო მცდელობა ყველა წილის მითვისების გამართლებისა. ჩემი აზრით, ფოთის „წისქვილქარხანასთან“ დაკავშირებული გარიგებები იყო ისე, როგორც მოსარჩელეების პოზიციაშია დაფიქსირებული. კერძოდ, ბადრიმ საწყისი თანხა 1,5 მილიონი დოლარის ოდენობით ჩადო და ეს კომპანია მის საკუთრებაში იყო „ნაილ ტრასტის“ მეშვეობით, ვანოს ამოცანა კი გახლდათ, ბადრის სესხის დაფარვის შემდეგ, მოგების ნახევარის მიღება.“

ამ და სხვა აქტივებზე ლონდონური  დავის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი ,,ალია” აქვეყნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics