11:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 12:27:25, 585 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის არქეოლოგიური მუზეუმისა და წმინდა ნინოს მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობის" თბილისის პარტნიორი ორგანიზაცია, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი და ამ პროგრამის მონაწილე 17 საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლე ჩაერთო.

აქციის ფარგლებში მოზარდებმა აღნიშნული ტერიტორია გაწმინდეს და დედამიწის დღესთან დაკავშირებით მომზადებული პოსტერებით ერთგვარი გამოფენაც მოაწყეს.

ბექა მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ბავშვებსა და თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენელს ასეთი აქტიურობისათვის, რამაც უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო. ანალოგიური აქცია საბურთალოს რაიონში შარშანაც გაიმართა.

“ჩვენი ურთიერთობა უკვე ტრადიციულ ხასიათს იღებს და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ მომავალ წელსაც შევხვდებით ერთმანეთს ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

აქციაში ახალგაზრდებთან ერთად საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ჩაერთო და გამოფენილი ნამუშევრებიც დაათვალიერა. საბურთალოს რაიონის გამგეობის გამწვანების სპეციალისტმა კი მონუმენტი ეკალ-ბარდებისაგან გაწმინდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics