12:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 11:52:40, 905 ნახვა

სამართალი
არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ

საქართველოს ახალგაზრდა იუტისტთა ასოციაციამ (საია) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.

გამოვლენილ ხარვეზებს არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აცნობენ.

როგორც მათ განმარტეს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ხარვეზები, კონკრეტულად კი ის, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება, ასევე საბჭოში არ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში.

კვლევაში აღნიშნულია, ისიც რომ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურობით ხასიათდებოდა და არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა.

მონიტორინგის შედეგად დადებითადაა შეფასებული ერთი საკითხი, კერძოდ ის ფაქტი, რომ საბჭომ დღის წესრიგის წინასწარ გამოქვეყნება ყველა შემთხვევაში უზრუნველყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics