10:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-21 12:23:29, 5748 ნახვა

კულტურა
ეროვნულ არქივს შიომღვიმის მონასტრის თანამედროვე ფოტო და ვიდეო კადრები შეემატა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამედროვე ფოტო და ვიდეომასალას შიომღვიმის მონასტრის კადრები შეემატა.

პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებში სპეციალური ჯგუფი დღეს შიომღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მონასტრის ტაძრების ხედები და ფრესკები გადაიღო.

პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი, უჯარმის ციხე და გელათის მონასტერი.

ცნობისთვის, ეროვნულ არქივში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური კინო და ფოტოდოკუმენტები.

როგორც ეროვნულ არქივში აცხადებენ, ამ პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალები კიდევ უფრო გაამდიდრებს უკვე არსებულ საგანძურს და მცირე ხანში ფასდაუდებელი წყარო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევარებისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics