09:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 11:13:10, 598 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს ახალი ეკიპირება გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ეწვია და მეხანძრე-მაშველებს საბრძოლო ფორმები (სრული ეკიპირება - ფეხსაცმელი, რეზინის ბოტები, ტანსაცმელი, ჩაფხუტი), ასევე, სპეციალური დანიშნულების აირწინაღები, გენერატორები, წყლის ტუმბოები, ჰიდრავლიკური მაკრატლები გადასცა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ეკიპირებით შსს-ს მეხანძრე-მაშველების სრული შემადგენლობა აღიჭურვა. თანამედროვე აღჭურვილობა ინციდენტებზე რეაგირების ხარისხს გააუმჯობესებს.

გიორგი მღებრიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს გარემონტებული შენობაც დაათვალიერა. ორსართულიანი შენობა 2015 წელს განახლდა, გარემონტდა, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. სამმართველოში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 37 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდს 3 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა ემსახურება.

შს სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეგიონული სამმართველოების თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვას ეტაპობრივად ახორციელებს. შსს-ს მეხანძრე-მაშველებს ახალი, ყოველდღიური ფორმები უკვე გადაეცათ. 2015 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობები გაიხსნა თელავში, ქობულეთში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. 2016 წლის მანძილზე დასრულდება ამბროლაურის, ბაკურიანის, სტეფანწმინდის, გორის, ჭიათურის, ახალციხის, წალკისა და სხვა რაიონების სამმართველოების შენობების რეაბილიტაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics