03:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 12:18:22, 514 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივით, სკოლებისა და საბავშვო ბაღებისათვის გაზაფხულის ფესტივალი გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით, „გაზაფხულს ფესტივალი 2016“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რაიონში არსებული სკოლების მოსწავლეებმა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა და მას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილეები ესწრებოდნენ.

კონცერტზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და საბურთალოს რაიონის გამგეობის ინიციატივით, ყოველ გაზაფხულს იმართება, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მხიარული მუსიკალური ნომრები, სკოლების მოსწავლეებმა კი ხალხური შემოქმედება წარმოადგინეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და მადლობა გადაუხადა საგანმანათებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებსა და აღსაზრდელთა მშობლებს კულტურულ ღონისძიებებში ასეთი აქტიური ჩართულობისათვის.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ ასეთი მაღალია სკოლებისა და ბაღების არა მხოლოდ ხელმძღვანელობების, არამედ აღსაზრდელთა მშობლების აქტიურობა და ჩართულობა ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

ფესტივალში მონაწილე ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის დირექტორებს ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics