|
2016-04-18 11:38:13, 669 ნახვა
ეკონომიკა
„ჯი-ემ-პიმ“ წარმოების დანადგარების ყოველწლიური მონიტორინგი წარმატებით გაიარა
ფარმაცევტულმა საწარმო „ჯი-ემ-პიმ“ წარმოების დანადგარების მორიგი ყოველწლიური მონიტორინგი წარმატებით გაიარა. შემოწმება გერმანული „ბოშის“ (BOSCH) კონტრაქტორმაკომპანია „ჰიუტლინმა“(Hüttlin) განახორციელა. მონიტორინგი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და აპარატურის ყველა დეტალის კონტროლს მოიცავდა. „ჩვენი კომპანია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუშაობს. თითქმის ყველა წამყვან ევროპულ საწარმოსთანაც ჩვენ ვახდენთ საწარმო დანადგარების მონიტორინგს - იქნება ეს შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, დანია, შვედეთი თუ სხვა ქვეყნები. „ჯი-ემ-პი“ აპარატურის თანამედროვე უახლესი მოდელებით მუშაობს და შესაბამისად, სტანდარტის ყველა შესაძლო მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც გარანტირებული ხარისხისათვის უმნიშვნელოვანესია. მისასალმებელია, რომ კავკასიაში ასეთი ხარისხის საწარმო არსებობს“, - განაცხადა დანიელ პრომმაკომპანია „ჰიუტლინის“ წარმომადგენელმა. ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.
(R)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)