|
2016-04-11 14:50:10, 737 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ბანკის წარმომადგენლებმა დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრისას. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო EBRD-ის ახალ, 4-წლიან სტრატეგიას საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულ ყველა მიმართულებას, მათ შორისაა, კერძო სექტორის წახალისება და მხარდაჭერა, ენერგოდამოუკიდებლობა და დივერსიფიკაცია, საქართველოს რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამჟამად, EBRD-ის მხარდაჭერით, ქვეყანაში ფინანსდება მნიშვნელოვანი პროექტები ენერგეტიკასა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში. ბანკი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - მნიშვნელოვანია მისი როლი საქართველოში ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხითაც. აღსანიშნავია, ბანკის თანამშრომლობა ინვესტორთა საბჭოში, რომელიც კიდევ ერთი პლატფორმაა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. როგორც აღინიშნა, უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად, ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს, რომელიც ითვალისწინებს ისეთი პროგრამების დაფინანსებას როგორებიცაა: დედაქალაქის ავტობუსების პარკის განახლება და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა. შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობა გაგრძელდება და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)