18:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 12:27:26, 928 ნახვა

ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მელიორაციისა და ირიგაციის თანამედროვე მეთოდების დასანერგად საინფორმაციო კამპანიას ატარებს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების  ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.  

როგორც  "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მორიგი შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ჩატარდა.  შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა წყალმომხმარებლებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია  წარუდგინეს და მის უპირატესობაზე   ინფორმაცია მიაწოდეს.

მათივე ინფორმაციით, ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

შეხვედრა, რომელსაც  შპს „საქართველოს მელიორაციის“   შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დირექტორი ვახტანგ გარდაფხაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბული, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ აბესაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგროინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics