14:25 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-27 17:52:06, 2449 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის

საქართველოს ბანკი განაგრძობს ემიგრანტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას და პარტნიორ კომპანიებთან ერთად იმ ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც მათ საჭიროებებზე არის მორგებული და  ყოველდღიურობას უმარტივებს.

ამჯერად, საქართველოს ბანკი Boxette-თან თანამშრომლობით ემიგრანტებს სპეციალურ შეთავაზებას უკეთებს, რაც გზავნილების გაგზავნას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

შეთავაზების ფარგლებში, აშშ-დან საქართველოში ამანათის გამოგზავნისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური ტარიფით ისარგებლონ - 1 კგ.  7.5 დოლარის ნაცვლად 6.5 დოლარად გამოაგზავნონ.

გარდა ამისა,  ყოველი ამანათის გამოგზავნასთან ერთად მომხმარებლები პრომოკოდს მიიღებენ, რომლის გამოყენებითაც საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახის წევრები აშშ-ში  ამანათის გაგზავნას შეღავათიანი ტარიფით შეძლებენ  - 11.9 დოლარად, ნაცვლად 12.9 დოლარისა.

აქცია  მოქმედებს 1 ივნისამდე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ემიგრანტებისთვის მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს, რათა მათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლონ საბანკო მომსახურებით სარგებლობა. ამასთანავე, ბანკი მათ სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს სთავაზობს და მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებს. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობთ და ჯერ არ გაქვთ საქართველოს ბანკის ანგარიში, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა  ბმულზე და მიიღოთ უფასო კონსულტაცია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics